ავტორიზაცია

"კვარაცხელიას ყველაზე მეტად ეს ორი გუნდი მოუხდება", - ბრიტანული გამოცემის უცნაური არჩევანი

"კვარაცხელიას ყველაზე მეტად ეს ორი გუნდი მოუხდება", - ბრიტანული გამოცემის უცნაური არჩევანი
თარიღი 21 Apr 2021, 12:22

გამოცემა Extratimetalk-მა ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა ვრცელი სიახლე. წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო დეტალებს, მათ შორის სატრანსფერო საკითხვებსაც:

"საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელიც საფეხბურთო სამყაროს ამარაგებს ტალანტებით, თუ არ ჩავთვლით კალაძეს. როგორც გვახსოვს ის მილანში თამაშობდა.

ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის საფეხბურთო რუკაზე დატანება არის კვარაცხელია - ნიჭიერი შემტევი რუბინიდან.

მის არსენალში არის დრიბლინგი, მოედნის ხედვა, კრეატივი და სისწრაფე. ქართველი ვინგერი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 6.9 დრიბლინგს ასრულებს.

პრესაში იწერება ბაიერნისა და იუვენტუსის ინტერესის შესახებ, თუმცა ობიექტურად, ხვიჩასთვის ასეთი დონის გუნდებში გადასვლა ჯერ ადრეა.

საეჭვოა, რომ მან მიუნხენში ამოაგდოს სანე, გნაბრი ან კომანი, ტურინში კი ყაზანელთა გარემარბი ტაქტიკურ სირთულეებს წააწყდება.

ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მისთვის იქნება ვილიარეალში ან სასუოლოში გადასვლა, რადგან იქ იციან, თუ როგორ მიხედონ ახალგაზრდა მოთამაშეს".

შეგახსენებთ, რომ 20-წლის ფლანგელის კლაუსულად, ანუ გამოსასყიდ თანხად მოიაზრება დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო.

რუსული გუნდის 21-ე ნომრის სახელს აგრეთვე უკავშირებენ "ინტერს", "მილანს", დორტმუნდის "ბორუსიას", "სევილიასა" და "ნაპოლის".

კვარაცხელია ტრავმას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის სიტყვებით ეხმაურება!

"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ