ღმერთი არსებობს! - ქეცბაიას ემოციური კომენტარი ფინალში გასვლის შემდეგ
ანორთოსისმა კვიპროსის თასის ნახევარფინალში აპოელი(3:1) დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩის შემდეგ ანოთოსისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა, რომელიც საკმაოდ ემოციური იყო.
"ფეხბურთელები მილოცვებს იმსახურებენ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ამ 2 წლის განმავლობაში არაფერი ყოფილა ადვილი. ბევრჯერ დაგვჩაგრეს, მაგრამ კვლავ ვახერხებთ ფინალში გასვლას.
ფინალური შეხვედრა რთული იქნება, ოლიმპიაკოსმა აჩვენა, რომ კარგი გუნდია. ღმერთი არსებობს, შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ბიჭები ტიტულზე ოცნებობენ და მათ ამის რეალური შანსი მიეცათ, ბედნიერი ვარ.
ჩემი მომავალი? მოდი სეზონი დასრულდეს, წინასწარ ვერაფერზე ვისაუბრებ. არც მე და არც ანორთოსისი არ დავიკარგებით. თქვენ იცით, რა არის ახლა გასაკეთებელი - ფინალია მოსაგები. დიდი უსამართლობა გამოვიარეთ და ვამაყობ, რომ კვლავ დიდებულ ადგილას ვართ" - განაცხადა ქეცბაიამ.
ანორთოსისი ფინალს მაისში ითამაშებს და ნიქოზიის აპოელს დაუპირისპირდება. ქართველების ანორთოსისს ტიტულის მოგების ასეთი შანსი არასდროს ჰქონია.
"ფიგუ, როგორ გაუძელი ამ შეტევას?" - ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას უპასუხა
სუპერგმირის კოსტუმი ეცვა - მაკარიძე ესპანეთში დღის გმირად გამოაცხადეს