ავტორიზაცია

სუპერგმირის კოსტუმი ეცვა - მაკარიძე ესპანეთში დღის გმირად გამოაცხადეს

სუპერგმირის კოსტუმი ეცვა - მაკარიძე ესპანეთში დღის გმირად გამოაცხადეს
თარიღი 20 Apr 2021, 14:02

ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში გათამაშების ლიდერ ესპანიოლთან(1:1) შეხვედრის შემდეგ ესპანური პრესა ალმერიას ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის შესანიშნავ თამაშზე საუბრობს.

მატჩის 69-ე წუთზე, მაშინ როცა ანგარიში 1:1 იყო, ესპანიოლის ვარსკვლავ რაულ დე ტომასს გიორგი მაკარიძემ თერთმეტმეტრიანი აუღო. ამას გარდა, 31 წლის ქართველმა რამდენიმე ლამაზი სეივი გააკეთა.

VIDEO: მატჩის გმირი მნიშვნელოვან მატჩში - მაკარიძემ პენალტი მოიგერია

"გიორგი მაკარიძემ ესპანიოლი არ გააბედნიერა. გათამაშების ლიდერებს შეეძლოთ ალმერიაში მოგება, მაგრამ კატალონიელები ქართველმა გმირმა შეაჩერა. რაულ დე ტომასმა პენალტი კარგად შეასრულა, თუმცა მაკარიძეს სუპერგმირის კოსტუმი ეცვა, ეს თერთმეტმეტრიანიც აიღო და 2 წუთში ემბარბასაც აჯობა," - წერს AS.COM.

მშვენიერი სტატისტიკა - რამდენი პენალტი აქვს მოგერიებული მაკარიძეს კარიერის მანძილზე?გიორგი მაკარიძე ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა sportsfinding.com-მა.

"ალმერიასთვის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე რაულ დე ტომასის პენალტის მოგერიების შემდეგ გმირად გამოცხადდა. მაკარიძის გარეშე ალმერია ესპანიოლთან ქულასაც ვერ აიღებდა. თერთმეტრიანის გარდა, გიორგიმ რაულ დე ტომასს, ემბარბას და დიმათას რამდენიმე ეპიზოდში აჯობა," - წერს sportsfinding.com.

გიორგი მაკარიძე ალმერიას 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით პორტუგალიური ვიტორია სეტუბალიდან შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების მეკარემ ალმერიას მაისურით 27-ჯერ ითამაშა, 22 გოლი გაუშვა და 10 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.

ლა ლიგა 2-ში ალმერია 35 ტურის შემდეგ 61 ქულით მე-3 ადგილზეა და ამ პოზიციაზე ჩემპიონატის დასრულების შემთხვევაში, ლა ლიგაში გადმოსასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.

ხვიჩას აგენტი და რუბინის იურისტი სერია ა-ს გრანდების სკაუტებს შეხვდნენ - რა შედეგით დასრულდა საქმიანი ვიზიტი?