ავტორიზაცია

ხვიჩას აგენტი და რუბინის იურისტი სერია ა-ს გრანდების სკაუტებს შეხვდნენ - რა შედეგით დასრულდა საქმიანი ვიზიტი?

ხვიჩას აგენტი და რუბინის იურისტი სერია ა-ს გრანდების სკაუტებს შეხვდნენ - რა შედეგით დასრულდა საქმიანი ვიზიტი?
თარიღი 20 Apr 2021, 10:23

Betting Insider-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი და ყაზანის "რუბინის" იურისტი, მიხაილ პროკოპეცი ტურინის "იუვენტუსის" და მილანის "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქმიანი ვიზიტის მთავარი თემა იყო ქართველი შემტევის შესაძლო ტრანსფერი "ბებერ ქალბატონში" ან თუნდაც "ნერაძურიში".

რუსული გუნდის მხარემ კალჩოს ბობოლებს აუხსნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიელებმა ითხოვეს დრო და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის გახსნამდე უდიდესი ალბათობით სხვა ცნობები არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ბიანკონერისა" და "შავ-ლურჯების" გარდა, 20-წლის გარემარბის სახელს უკავშირებენ "მილანს", "ნაპოლის", რომის "ლაციოსა" და ბერგამოს "ატალანტას".

კვარაცხელია ტრავმას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის სიტყვებით ეხმაურება!

"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ