მშვენიერი სტატისტიკა - რამდენი პენალტი აქვს მოგერიებული მაკარიძეს კარიერის მანძილზე?
როგორც მოგეხსენებათ, "ალმერიასა" და "ესპანიოლის" შეხვედრაში გიორგი მაკარიძემ რაულ დე ტომასს თერთმეტმეტრიანი აუღო.
ცნობისთვის, ეს არის რიგით მეცხრე პენალტი, რომელიც ქართველმა მეკარემ თავისი კარიერის განმავლობაში წარმატებით მოიგერია.
საერთო ჯამში კი ანდალუსიელთა კიპერის კარში შესრულებული იქნა 30 თერთმეტმეტრიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ყოველ 3.3 დარტყმაში ახერხებს მოგერიებას.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი, პიცი ფერნანდეში არის ფეხბურთელი, რომლის შესრულებული პენალტი "თეთრ-წითლების" კარის დარაჯმა სხვადასხვა დროს ორჯერ მოიგერია.
2019 წლის 19 აპრილი - "არწივები" 4:2-ს უგებენ "ვიტორია სეტუბალს", თუმცა პორტუგალიელი ფორვარდის პენალტს 31-წლის მეკარე წარმატებით ბლოკავს.
2020 წლის 7 მარტი - ამჯერად ფრე, 1:1 და "წითლების" შემტევის შესრულებული თერთმეტმეტრიანის მორიგი მოგერიება მაკარიძის მიერ.
VIDEO: მატჩის გმირი მნიშვნელოვან მატჩში - მაკარიძემ პენალტი მოიგერია
ნაკრებიდან გათავისუფლებამ გაამართლა: მაკარიძემ ესპანეთში კარგი მატჩი ჩაატარა