ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "პერესს ჩემნაირი არ სურს? ეს კიდევ უფრო მეტად მიბიძგებს დარჩენისკენ"

უეფას პრეზიდენტი: "პერესს ჩემნაირი არ სურს? ეს კიდევ უფრო მეტად მიბიძგებს დარჩენისკენ"
თარიღი 22 Apr 2021, 02:02

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ფლორენტინო პერესზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

RMC Sport-თან საუბარში, მადნ მადრიდის „რეალისა“ და ჩაშლილი სუპერლიგის პრეზიდენტზე, ფლორენტინო პერესზე საკმაოდ უხეშად ისაუბრა.

„ფლორენტინო პერესს არ სურს ჩემნაირი პრეზიდენტი? ეს კიდევ უფრო მეტად მიბიძგებს დარჩენისკენ. 

მას სურს პრეზიდენტი, რომელიც მას დაემორჩილება და და გააკეთებს იმას, რაც პირადად მას უნდა.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ და „რეალი“ ამ დრომდე რჩებიან ერთადერთ გუნდებად, რომლებსაც სუპერლიგა ოფიციალურად არ დაუტოვებიათ.

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგიდან პრემიერ ლიგის კლუბების გასვლას გამოეხმაურა