ავტორიზაცია

გაფუჭდა თუ არა რეალისა და პსჟ-ს ურთიერთობა? - პერესის კომენტარი

გაფუჭდა თუ არა რეალისა და პსჟ-ს ურთიერთობა? - პერესის კომენტარი
თარიღი 22 Apr 2021, 12:06

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ისაუბრა თავისი კლუბისა და "პარი სენ-ჟერმენის" ურთიერთობის შესახებ სუპერლიგის შემდეგ:

"ეს სიტუაცია ჩვენსა და პსჟ-ს ურთიერთობას ვერ გააფუჭებს, ჩვენ მეგობრები ვართ. მათ იციან, რაც მაქვს გაკეთებული ფეხბურთისთვის და მე პირადად ხალხში პატივისცემით ვსარგებლობ.

წინსვლისკენ ბევრმა ადამიანმა მიბიძგა. მას შემდეგ, რაც ტურნირი დაანონსდა, ბევრმა ადამიანმა დამირეკა, მომილოცა და წინსვლა მისურვა".

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბსა" და "პსჟ"-ს ამ დროისთვის აკავშირებს კილიან მბაპეს პოტენციური ტრანსფერი, რომლისკენაც პირველი ნაბიჯების გადადგმა მომავალი ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

პერესი: "სუპერლიგის გარეშე, მბაპესა და ჰოლანდის დონის ტრანსფერების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია"

გუნდი, რომლის ეჭვების შედეგად დაიწყო სუპერლიგის ნგრევა