გუნდი, რომლის ეჭვების შედეგად დაიწყო სუპერლიგის ნგრევა
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ სუპერლიგის ნგრევა დაიწყო დომინოს პრინციპით, ერთი გუნდის ეჭვების შედეგად.
"პრემიერ ლიგის ექვსი გუნდიდან ერთ-ერთი პროექტში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და თავისი ეჭვები სხვასაც გადასდო.
მანჩესტერის კლუბის მფლობელებმა მანიპულირებელი კამპანია წამოიწყეს და ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატებს გავანადგურებთ.
პრემიერ ლიგის გუნდების გასვლა არც ბორის ჯონსონის ბრალი იყო და არც ფანების - ეს უეფას და ფიფას მიერ განხორციელებულმა ზეწოლებმა გამოიწვია".
როგორც ვიცით, ეპლ-ის პირველი გუნდი, რომელიც სუპერლიგიდან გავიდა იყო "მან სიტი" და ესპანელი ბიზნესმენის კომენტარიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასვნათ, რომ ეჭვი სწორედ "ქალაქელებისგან" წამოვიდა.
პერესი: "სუპერლიგა თუ არა, სხვა ტურნირი აუცილებლად შედგება, ეს გარდაუვალია"