ავტორიზაცია

"უეფადან და ლა ლიგიდან უამრავი მუქარა მივიღე", - პერესი

"უეფადან და ლა ლიგიდან უამრავი მუქარა მივიღე", - პერესი
თარიღი 22 Apr 2021, 10:34

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ სუპერ ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ, მან უამრავი მუქარა მიიღო:

"ძალიან იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია, რომ პროექტი სწორად არ ავხსენით.

ეროვნული ჩემპიონატები ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. ჩვენ უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატის ჩანაცვლება გვინდოდა, იმიტომ რომ ის მოძველდა და აღარ მუშაობს.

უეფას პრეზიდენტისა და ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთი რეაქცია არასდროს მინახავს. ეს რაღაც გასაოცარი იყო.

ჩვენ მუქარები და შეურაცხყოფები მივიღეთ - ისე ჩანდა, თითქოს ფეხბურთი მოვკალით. არადა, წესით გადარჩენას ვუპირებდით", - განაცხადა პერესმა.

"ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა მკვდარია - ძალიან ცდება", - ფლორენტინო პერესის ვრცელი ინტერვიუ

უეფას პრეზიდენტი: "პერესს ჩემნაირი არ სურს? ეს კიდევ უფრო მეტად მიბიძგებს დარჩენისკენ"