პერესი: "სუპერლიგა თუ არა, სხვა ტურნირი აუცილებლად შედგება, ეს გარდაუვალია"
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ახალი ტურნირის ჩამოყალიბება გარდაუვალია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მოძველდა:
"ჩემპიონთა ლიგის მოქმედი სისტემა ვადაგასულია, ტურნირი საინტერესო მარტო მეოთხედფინალებიდან ხდება. თუ სუპერლიგა არ შედგა, სხვა რომელიმე ტურნირი მაინც აუცილებლად შედგება.
ეს იყო საუკეთესო გზა ფულის გამოსამუშავებლად. თუმცა უამრავი ტყუილი ითქვა. თითქოს, შიდა ჩემპიონატებს ვანადგურებდით, ფეხბურთს ვკლავდით, სიმართლე აქედან არცერთია.
ხალხი ტყუილებს ავრცელებდა იმიტომ, რომ დამარცხება არ სურდათ. გუნდები სუპერლიგიდან გავიდნენ იმიტომ, რომ უეფამ შოუ დადგა, რამაც გამაკვირვა. არ მინდა, უეფას პრეზიდენტთან კონფლიქტში ჩავება, მაგრამ ის უნდა ალაპარაკდეს.
შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენ ატომური ბომბი გადმოვაგდეთ, მათ ასახსნელად დროც არ მოგვცეს", - განაცხადა ესპანელმა.
"უეფადან და ლა ლიგიდან უამრავი მუქარა მივიღე", - პერესი
"ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა მკვდარია - ძალიან ცდება", - ფლორენტინო პერესის ვრცელი ინტერვიუ