"იქ თამაში ძალიან მინდა", - ვილიანმა საოცნებო ჩემპიონატი დაასახელა

"არსენალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ვილიანმა განაცხადა, რომ MLS-ის ერთ-ერთ კლუბში გადასვლაზე ოცნებობს.
"ჯერჯერობით, ჩემი გეგმა "არსენალში" დარჩენაა, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ტიტულების მოგება მსურს. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდა აშშ-ში გამგზავრება და იქ თამაში".
"ალბათ, ევროპაში დავრჩები, მაგრამ ჩემი მიზანი ამერიკაში ასპარეზობაა", - ციტირებს 32 წლის ბრაზილიელის სიტყვებს Goal.
ვილიანი "არსენალში" 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, "ჩელსისთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ.
2020/21 წლების სეზონში სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა "მეთოფეთა" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
გაფუჭდა თუ არა რეალისა და პსჟ-ს ურთიერთობა? - პერესის კომენტარი