ავტორიზაცია

მორიგი არ ჩათვლილი 100%-იანი გოლი, ამჯერად საქართველოს თასზე [VIDEO]

თარიღი 22 აპრ 2021, 15:06

საქართველოს თასის 1/16 ფინალში გაიმართა დაძაბული და საინტერესო მატჩი ბოლნისის "სიონსა" და "სამტრედიას" შორის.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი ბოლნისელებმა 2 გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში "სამტრედიას" 100%-იანი გოლი არ ჩაუთვლეს.

გივი იოსელიანის ჩაწოდებულს სწორ ადგილას რამინ დოობი დახვდა, რომელმაც გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

 

"ასე ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა" - საბურთალოს მწვრთნელი გუშინდელ შეცდომებზე

იყო თუ არა პენალტები? - 2 საკამათო მომენტი 5 წუთში და საბურთალოს პროტესტი