"ხალხი სტადიონზე ხვიჩას სანახავად დადის" - სლუცკიმ კვარას ტრავმა მსაჯს დააბრალა
მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ურალთან" მატჩში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
"ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა და ყველა ჩემპიონატში ფანები თამაშებზე გამორჩეული ფეხბურთელების სანახავად დადიან, ჩვენთან კი ფანები ხვიჩას თამაშის სანახავად მოდიან.
რა მოხდა ურალთან მატჩში? საწყის წუთებზე კვარაცხელიას წინააღმდეგ წესები რამდენჯერმე დაარღვიეს და მას თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.
მსაჯს კი უფრო მეტი სიმკაცრე მართებდა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ხვიჩამ ტრავმა მიიღო, მთავარი გამოწვევი სწორედ მსაჯის გადაწყვეტილებებია", - განაცხადა სლუცკიმ.
"ფიგუ, როგორ გაუძელი ამ შეტევას?" - ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას უპასუხა
"კვარაცხელიას ყველაზე მეტად ეს ორი გუნდი მოუხდება", - ბრიტანული გამოცემის უცნაური არჩევანი