ავტორიზაცია

კლუბში მისვლიდან 2 თვეში - რომან ჭანტურიამ ყაზახური გუნდი დატოვა

კლუბში მისვლიდან 2 თვეში - რომან ჭანტურიამ ყაზახური გუნდი დატოვა
თარიღი 23 აპრ 2021, 14:15

25 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რომან ჭანტურიამ ყაზახური "ყიზილ-ჟარი" დაოტვა.

ამის შესახებ პეტროპავლოვსკური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

"რომან ჭანტურიამ გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ლეგიონერების კვოტის გათავისუფლების მიზნით, მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა," - წერია "ყიზილ-ჟარის" გვერდზე.

რომან ჭანტურია "ყიზილ-ჟარს" მხოლოდ 2021 წლის თებერვალში შეუერთდა და გუნდში 2 თვე დაჰყო, თუმცა ტრავმის გამო ყველაფერი აირია. 

"ხალხი სტადიონზე ხვიჩას სანახავად დადის" - სლუცკიმ კვარას ტრავმა მსაჯს დააბრალა

"გულშემატკივარი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა" - რა შეიცვალა გიორბელიძისთვის უკანასკნელ თვეებში