ავტორიზაცია

"ბოლო თვეებია ბედნიერი ჩანს", - პიკე ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას ეხმაურება

"ბოლო თვეებია ბედნიერი ჩანს", - პიკე ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას ეხმაურება
თარიღი 23 აპრ 2021, 15:26

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს თანაგუნდელ ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით.

"წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე თვეა ბედნიერი ჩანს, ეს მნიშვნელოვანია".

"მესი კაპიტანია, მთელ გუნდზე ახდენს გავლენას. "ბარსელონა" წარმატებებს მისი წყალობით აღწევს. მას კარგად ვიცნობთ და მხარს ვუჭერთ მის გადაწყვეტილებას", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Mirror.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანს 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავით "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი.

კოპა დელ რეის მოგების შემდეგ, ლაპორტამ ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა