ავტორიზაცია

400,000 ევრო ხელფასად - ქეცბაიას გადაბირება კვიპროსულ კლუბს სურს

400,000 ევრო ხელფასად - ქეცბაიას გადაბირება კვიპროსულ კლუბს სურს
თარიღი 23 Apr 2021, 18:00

ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას გადაბირება რუსული ხელმძღვანელობის მქონე კვიპროსულ კლუბ პაფოსს სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბერძენი ჟურნალისტი ანტონის ცირაკისი ავრცელებს და წერს, რომ პირობებიც ცნობილია, რითაც პაფოსს ქეცბაიას მოხიბვლა სურს.

"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდი სახელი აქვს თემურ ქეცბაიას კვიპროსსა და საბერძნეთში და რამდენად კარგად იცნობს აქაურ ბაზარს, რუსული ხელმძღვანელობის მქონე პაფოსს, რომელსაც სამომავლოდ დიდი მიზნები აქვს, თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად მიწვევა სურს. ქართველ სპეციალისტს გუნდი წლიურად 400,000 ევროს სთავაზობს," - წერს ანტონის ცირაკისი.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება და დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ფამაგუსტურ გუნდს დატოვებს. 

თუ ანორთოსისს თემურ ქეცბაია მიმდინარე სეზონის ბოლოს ტოვებს, მისი ბოლო შეხვედრა კლუბში 15 მაისს იქნება, კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ.

"გულშემატკივარი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა" - რა შეიცვალა გიორბელიძისთვის უკანასკნელ თვეებში

"ხალხი სტადიონზე ხვიჩას სანახავად დადის" - სლუცკიმ კვარას ტრავმა მსაჯს დააბრალა