ავტორიზაცია

"მალდინი და გატუზო დამიკავშირდნენ", - კალაძე კვარას მომავალზე

"მალდინი და გატუზო დამიკავშირდნენ", - კალაძე კვარას მომავალზე
თარიღი 24 აპრ 2021, 00:34

ბოლო პერიოდში, ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს დიდ გუნდებს უკავშირებენ.

მათ შორის არიან იტალიური გრანდები - "ნაპოლი", "იუვენტუსი", "მილანი" და სხვები.

ამასთან დაკავშირებით კომენტრი ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ პირველ არხთან საუბრისას გააკეთა.

„ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან, „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა.

ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა კალაძემ.

"ხალხი სტადიონზე ხვიჩას სანახავად დადის" - სლუცკიმ კვარას ტრავმა მსაჯს დააბრალა

"უბრალოდ ვაუ!", - ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა