ავტორიზაცია

"ევროპა მოვდივარ!" - მამარდაშვილი იტალიელების ყურადღების ქვეშ

"ევროპა მოვდივარ!" - მამარდაშვილი იტალიელების ყურადღების ქვეშ
თარიღი 24 აპრ 2021, 01:22

ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იტალიელების ყურადღების ქვეშ მოექცა.

"ევროპა მოვდივარ! - მამარდაშვილს დიდი მიზნები აქვს" - ამ სათაურით წერს იტალიური გამოცემა ქართველ მეკარეზე და იმასაც ამატებს, რომ მამარდაშვილის მამაც მეკარე იყო, ახლა კი მეკარეების მწვრთნელია და მისი შვილის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.

"მოსამატებელი ბევრ კომპონენტში მაქვს, მათ შორის ფეხით თამაშში. ასევე კონცენტრაციაც მნიშვნელოვანია. 

მამაჩემი სულ მეუბნება, რომ კონცენტრაცია არასდროს არ უნდა დავკარგო. ადრე მას ჩემი თამაში არ მოსწონდა, ახლა კი სულ ჩემს ქებაშია.

ჩემი ოცნებაა, რომ ევროპაში ვითამაშო, ამ მიზანს უნდა მივაღწიო და შემდეგ უფრო მოვუმატებ", - ამბობს მამარდაშვილი.

მამარდაშვილის საოცარი სეივი დინამო ბათუმის წინააღმდეგ

"საოცარი გრძნობაა, როდესაც შრომა გიფასდება და ნაკრებში გიძახებენ", - მამარდაშვილი