"სულაც არ მსიამოვნებდა, რომ უეფა და ფიფა მემუქრებოდნენ", - იუვენტუსის მცველი
„იუვენტუსის“ მცველმა, დანილომ, სუპერლიგაზე ისაუბრა.
„მგონია, რომ თუ 12-მა კლუბმა ეს ახალი პროექტი დაამტკიცა, ესეიგი მათ ფეხბურთში ცვლილებების აუცილებლობა დაინახეს. არ ვიცი, იქნება თუ არა სუპერლიგის პროექტი სწორი, მაგრამ ჩვენ ფეხბურთის გადასარჩენად გარკვეული ცვლილებებია საჭირო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს ფაქტია.
კოვიდ19 ცხოვრების ყველა სფეროს მოედო და არც ფეხბურთია გამონაკლისი. მგონია, რომ უეფა რომ ფეხბურთელებზე ღელავდეს, პანდემიის პერიოდში ამდენს არ გვამოგზაურებდა და ასეთ რთულ პერიოდში ამდენ თამაშს არ ჩაგვატარებინებდა.
როგორც ფეხბურთელს, სულაც არ მსიამოვნებდა, როცა უეფა და ფიფა მემუქრებოდნენ.“ - ციტირებს დანილოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტი გულისხმობდა ისეთი ჩემპიონატის შექმნას, რომელშიც ევროპის 20 საუკეთესო კლუბი ითამაშებდა. მასში მონაწილეობა 12-მა ევროპულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა დაახლოებით 2 დღეში 10-მა მათგანმა გამოსვლის განცხადება გააკეთა.
როგორ თამაშობდა ანდრეა ანიელი ორმაგ თამაშს და მალავდა სუპერლიგის პროექტს? საინტერესო დეტალები