ავტორიზაცია

როგორ თამაშობდა ანდრეა ანიელი ორმაგ თამაშს და მალავდა სუპერლიგის პროექტს? საინტერესო დეტალები

როგორ თამაშობდა ანდრეა ანიელი ორმაგ თამაშს და მალავდა სუპერლიგის პროექტს? საინტერესო დეტალები
თარიღი 23 Apr 2021, 19:58

უეფას მეთაური, ალექსანდრ ჩეფერინი და „იუვენტუსის“ პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, ერთად ამზადებდნენ განცხადებას, რომელშიც სუპერლიგის შესაძლო დაარსებას კატეგორიულად უარყოფდნენ.

ასეთ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Football Italia, The New York Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტურნირის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეფერინი ანიელის გამუდმებით ეკითხებოდა შესაძლო ახალი ტურნირის შესახებ, თუმცა ანიელი მუდამ უმტკიცებდა, რომ სუპერლიგაზე საუბრები არის უბრალოდ ჭორები.

ჩეფერინი გრძნობდა, რომ მისთვის ამ ჭორების გაფანტვა იყო აუცილებელი და სუპერლიგის დაანონსებამდე გარკვეული დროით ადრე, თავისი ლუბლიანაში (სლოვენია) მდებარე სახლიდან, შვეიცარიის ოფისში მანქანით გაემგზავრა. იმ დროს, ის ანიელისთან დარეკვას ცდილობდა, რომელიც თავიდან დიდი ხნის მანძილზე არ იღებდა ყურმილს, შემდეგ კი კვლავ დაიწყო ყველაფრის უარყოფას და ჩეფერინს უმტკიცებდა, რომ ყველაფერი წესრიგშია.

საინტერესოა, რომ ანიელისთან დასაკავშირებლად, ჩეფერინს, რომელიც ანდრეას ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლიაა, „იუვეს“ პრეზიდენტის მეუღლესთანაც კი მოუწია დარეკვა.

თუმცა, სლოვენიელი თავს მაინც არაკომფორტულად გრძნობდა გავრცელებული ჭორების გამო და ანიელის შესთავაზა, მოემზადებინათ ერთობლივი განცხადება, რომელიც ამ საკითხში საბოლოო წერტილს დასვამდა. ანიელი ჩეფერინს დათანხმდა, რის შემდეგაც ალექსანდრმა განცხადება მანქანაშივე მოამზადა და ანიელის გაუგზავნა, რომელსაც შესწორებული ვერსიის უკან გასაგზავნად გარკვეული დრო დასჭირდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, „იუვეს“ პრეზიდენტმა გადარეკა და ჩეფერინს უთხრა, რომ კიდევ 30 წუთი სჭირდება, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა. როგორც ირკვევა, ანიელი „აჯანყებულთა“ საიდუმლოს ასე რამდენიმე კვირის მანძილზე იცავდა.

კვირას საღამოს, სუპერლიგის დამფუძნებელმა 12-ვე კლუბმა, თითქმის ერთდროულად გააკეთა განცხადება ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ, რომელიც 48 საათზე ნაკლებში დაიშალა.
 

ჩეფერინი: "არ ვიცოდით, გარშემო ამდენი გველი თუ გვყავდა - იურისტები გუნდების ამ სეზონშივე მოკვეთას გვირჩევენ"

"ასეთი მატყუარა მეორე არ მინახავს", - უეფას პრეზიდენტმა იუვენტუსის პრეზიდენტს შეუტია