ავტორიზაცია

ჩეფერინი: "არ ვიცოდით, გარშემო ამდენი გველი თუ გვყავდა - იურისტები გუნდების ამ სეზონშივე მოკვეთას გვირჩევენ"

ჩეფერინი: "არ ვიცოდით, გარშემო ამდენი გველი თუ გვყავდა - იურისტები გუნდების ამ სეზონშივე მოკვეთას გვირჩევენ"
თარიღი 19 აპრ 2021, 17:32

უეფას პრეზიდენტი სკანდალური განცხადებების გაკეთებას აგრძელებს.

მას შემდეგ, რაც ნიონში უეფას შეკრება გაიმართა, პრეზიდენტმა „იუვენტუსის“ პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის შეუტია და მას მატყუარა უწოდა.

გარდა ამისა, ჩეფერინმა ისიც აღნიშნა, რომ დიდი შანსია, სუპერლიგის ორგანიზატორი გუნდები ამ სეზონშვე ჩაიხსნან ჩემპიონთა ლიგიდან.

„არ ვიცოდით, გარშემო ამდენი გველი თუ გვყავდა - ახლა კარგად ვიცით. იურისტებისგან ვიღებთ რჩევას, რომ სუპერლიგის ორგანიზატორი გუნდები ამ სეზონშივე მოვკვეთოთ ევროტურნირებიდან.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.

თუ ასე მოხდა, „რეალი“, „სიტი“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

უეფას პრეზიდენტმა დაადასტურა! რა ემუქრებათ ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ?

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ