"ასეთი მატყუარა მეორე არ მინახავს", - უეფას პრეზიდენტმა იუვენტუსის პრეზიდენტს შეუტია
„უეფას“ პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის შეუტია.
„არასდროს მინახავს პიროვნება, რომელიც ასეთი სიხშირით იტყუება. მას შაბათს საღამოს ვესაუბრე და მითხრა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი.
სიხარბე ყველა ადამიანს ღირებულებას უსპობს.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანიელი ჩეფერინის ქალიშვილის ნათლიაა და ამ ორს დიდებული ურთიერთობა აკავშირებდა. პრეზიდენტი ამ საქმის მთავარ მოღალატედ სწორედ მას მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი" სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელია. ანდრეა ანიელი კი ამ ახალი ტურნირის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
უეფას პრეზიდენტმა დაადასტურა! რა ემუქრებათ ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ?
ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ