ავტორიზაცია

დანილო: "რონალდუ ძალიან ბრაზდება, როცა გოლები ვერ გააქვს"

დანილო: "რონალდუ ძალიან ბრაზდება, როცა გოლები ვერ გააქვს"
თარიღი 24 Apr 2021, 17:00

„იუვენტუსის“ მცველმა, დანილომ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის, პორტუგალიელ ფეხბურთელს გოლების გატანა სჭირდება.

„რონალდუს გოლები სჭირდება. ის ბრაზდება, როცა ვერ გააქვს. გოლები მას უფრო ბედნიერს ხდის. კარიერულად მან უარმავი გოლი გაიტანა, მაგრამ მოტივაცია დღემდე შენარჩუნებული აქვს.

კრიშტიანუ დღემდე კარზე და მეტოქეზეა დაგეშილი. ის კარგად ხვდება, რომ ყველა გუნდური მიღწევა ინდივიდუალურზე მაღლა დგას. 

ის გუნდზე მუშაობს და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ გუნდმა გაიმარჯვოს.“ - აღნიშნა დანილომ.
 

"სულაც არ მსიამოვნებდა, რომ უეფა და ფიფა მემუქრებოდნენ", - იუვენტუსის მცველი