ავტორიზაცია

ბრწყინვალე მიღწევა - ჩისკოს უოტფორდი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა!

ბრწყინვალე მიღწევა - ჩისკოს უოტფორდი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა!
თარიღი 24 აპრ 2021, 20:24

ინგლისის ჩემპიონშიპის 44-ე ტურის ეგიდით, ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" შინაურ კედლებში "მილუოლს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე გავიდა - მე-11 წუთზე, "მილუოლის" კარი ისმაილა სარიმ აიღო.

ამ გამარჯვების წყალობით, "უოტფორდს" სატურნირო ცხრილში 88 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილი გაინაღდა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა.

ცნობისთვის, პირველი გუნდი, რომელმაც ინგლისის უმაღლესი დივიზიონის საგზური გაინაღდა, "ნორვიჩი" გახლდათ.

შეგახსენებთ, ჩისკო თბილისის "დინამოს" 2020 წლის აგვისტოში ჩაუდგა სათავეში, დეკემბერში კი ინგლისურ კლუბში დაინიშნა.

VIDEO: გავიხსენოთ ჩისკოს გოლი გალაქტიკოსების ეპოქის რეალის კარში