ავტორიზაცია

VIDEO: გავიხსენოთ ჩისკოს გოლი გალაქტიკოსების ეპოქის რეალის კარში

თარიღი 10 აპრ 2021, 11:10

გავიხსენოთ ჩისკო მუნიოსის გოლი მადრიდის "რეალის" კარში, "ვალენსიას" შემადგენლობაში - 2003-2004 წლის სეზონი, კოპა დელ რეის 1/4 ფინალური მატჩი.

ესპანელმა თავდამსხმელმა უპასუხა რაულ გონსალესის გოლს, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი დასვა ზინედინ ზიდანმა - 2:1 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.

"ბლანკოსი" თამაშობდა ასეთი შემადგენლობით - სანჩესი, ელგერა, მეხია, ბრავო, სალგადო, ფერნანდესი, გუტი, სოლარი, ფიგუ (ხუანფრანი), რაული (ზიდანი), რონალდო (პორტილიო). მწვრთნელი: კარლოს კეირუში.

რაც შეეხება "ღამურების" შემადგენლობას - პალოპი, აიალა (ლოპესი), მარჩენა, ნავარო, გარიდო, ბარახა, აიმარი (ოლივეირა), ანგულო, რუფეტე (ჩისკო), ვისენტე, მისტა. მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

ცნობისთვის, "უოტფორდის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს "თეთრების" კარი აღებული აქვს "ლევანტეშიც", 2011 წელს.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონშიფში ტრიუმფალურად შეჭრილი ექს-დინამოელი - ჩისკო თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ჩისკო შეუჩერებელია - ზედიზედ მე-5 გამარჯვება და ახლოს პრემიერ ლიგასთან