ავტორიზაცია

კვარაცხელია: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მესისა და რონალდუზე უკეთ თამაშობდა"

კვარაცხელია: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მესისა და რონალდუზე უკეთ თამაშობდა"
თარიღი 24 Apr 2021, 22:14

საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს, რომ მამამისს ყოველთვის "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსა და "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესიზე უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნევდა.

"მამაჩემს არასოდეს შევუგდივარ მოედანზე, ყოველ ჯერზე ეს ჩემი პირადი სურვილი იყო. მამაჩემს თავის კარიერაში ბევრი გოლი გაუტანია, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ასპარეზობისას. აზერბაიჯანის ნაკრებშიც კი უთამაშია".

"არაფერი მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ მისი მატჩების ჩანაწერები გვაქვს, ისინი მინახავს. იცით, როგორც პატარობაში მეუბნებოდნენ, საუკეთესოები მესი და რონალდუ იყვნენ, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მათზე უკეთესად თამაშობდა", - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს "Спорт Бизнес Online".

შეგახსენებთ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "ურალთან" (1:0) გამართულ მატჩში დაშავდა და 32-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.

ლეონიდ სლუცკის ჰკითხეს, მოასწრებს თუ არა სეზონის ბოლომდე დაბრუნებას ხვიჩა კვარაცხელია