ლეონიდ სლუცკის ჰკითხეს, მოასწრებს თუ არა სეზონის ბოლომდე დაბრუნებას ხვიჩა კვარაცხელია

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა, შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში მოედანზე გასვლას.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, „ურალთან“ მატჩში მიიღო ტრავმა. კვარამ მოედანი მხოლოდ თანაგუნდელების დახმარებით დატოვა.
თამაშის შემდეგ, ხვიჩას კუნთის პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც დაახლოებით 2-3 კვირა გაუცდება.
„რთულია ახლა იმაზე საუბარი, რა იქნება და როგორ. ვიტყვი დამაიმედებლად: სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი კვარაცხელიას ჯერ კიდევ აქვს.“ - ციტირებს რუსი სპეციალისტის სიტყვებს „რუბინის“ პრესსამსახური.
სეზონის დასრულებამდე, „რუბინს" პრემიერ ლიგაში 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი, გუნდისთვის ჩემპიონატი ოფიციალურად 16 მაისს სრულდება.
"მალდინი და გატუზო დამიკავშირდნენ", - კალაძე კვარას მომავალზე
"ხალხი სტადიონზე ხვიჩას სანახავად დადის" - სლუცკიმ კვარას ტრავმა მსაჯს დააბრალა