კვარაცხელიამ დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია.
"ხიმკისთან" რთული იყო, რადგან დაცვაში ძალიან ორგანიზებულად თამაშობდნენ. მცველი დიმიტრი ტიხი ყოველ წუთს ჩემთან ახლოს იყო", - ამბობს ხვიჩა.
"რთულია, როცა მოწინააღმდეგ პერსონალურად გეთამაშება. და როცა ორი თამაშობს ჩემს წინააღმდეგ - კიდევ უფრო რთულია", - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს "Спорт Бизнес Online".
შეგახსენებთ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "ურალთან" (1:0) გამართულ მატჩში დაშავდა და 32-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.
კვარაცხელია: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მესისა და რონალდუზე უკეთ თამაშობდა"