"მანჩესტერ იუნაიტედის ფასი 3 მილიარდ ევროს შეადგენს", - Daily Express-ი კონორ მაკგრეგორის შანსებს აფასებს
ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი UFC-ს ყოფილი ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაზე ფიქრობს.
ირლანდიელმა მებრძოლმა "ემიუს" შეძენის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ევროპის სუპერლიგის ჩაფლავების შესახებ გახდა ცნობილი, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მერსისაიდული კლუბი გახლდათ.
როგორც დაიწერა, ამერიკელ ბიზნესმენთა ოჯახი (გლეიზერები), რომელიც ლეგენდარული კლუბის საკონტროლო პაკეტს ფლობენ, მისი გაყიდვის ვარიანტს განიხილავენ.
"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მაკგრეგორს სურს ერთ მშვენიერ დღეს "იუნაიტედის" დირექტორთა საბჭოში ადგილი დაიკავოს, ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. 32 წლის სპორტსმენის ქონება 181 მილიონი ფუნტია, თუმცა ეს აშკარად არ არის საკმარისი ისეთი კლუბის შესაძენად, როგორიც "იუნაიტედია".
"ამ თვის დასაწყისში Forbes-მა გამოითვალა, რომ "ეშმაკუნების" ღირებულება 3 მილიარდ ევროს შეადგენს, რითაც მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს შორის არიან, ისინი მხოლოდ "რეალსა" და "ბარსელონას" ჩამორჩებიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაკგრეგორი 20-ჯერ მოიგებს ლატარიას, ჯერჯერობით უცნობია, მოინდომებენ თუ არა გლეიზერები მისთვის თავიანთი წილის მიყიდვას", - აღნიშნავს გამოცემა.
"რას ფიქრობთ ამის შესახებ?", - კონორ მაკგრეგორმა მანჩესტერ იუნაიტედის შეძენის სურვილი გამოთქვა