ავტორიზაცია

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ახსნა, რის გამო თქვა კლუბმა უარი სუპერლიგაში მონაწილეობაზე

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ახსნა, რის გამო თქვა კლუბმა უარი სუპერლიგაში მონაწილეობაზე
თარიღი 25 აპრ 2021, 15:39

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, გუნდის პრეზიდენტზე, ნასერ ალ-ხელაიფიზე ისაუბრა.

„ვამაყობთ ჩვენი პრეზიდენტით. ვიცით, რა შრომა გასწია მან ამ კლუბში. ამჟამად, ის ძალიან მოწინავე პოზიციას იკავებს. ვფიქრობ, სუპერლიგაზე გადაწყვეტილების მიღებისას, პრეზიდენტი თავისი და კლუბის ფასეულობებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

ახლა ის ევროპული კლუბების ასოციაციის მეთაურადაც იქცა. ეს დიდი აღიარებაა როგორც ადამიანის, რომელთანაც ამ რთულ პერიოდში თანამშრომლობა შეიძლება. ყველა იბრძვის, მძიმე პერიოდთან გამკლავებას ცდილობს, მაგრამ ეს ჩვეული რითმიდან ამოვარდნისთვის საკმარისი მიზეზი არ არის. ნასერით ვამაყობ.“ - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Canal+.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი „იუვენტუსის“ მეთაური, ანდრეა ანიელი იყო, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია.

როგორ თამაშობდა ანდრეა ანიელი ორმაგ თამაშს და მალავდა სუპერლიგის პროექტს? საინტერესო დეტალები