ავტორიზაცია

სუპერლიგის ჩავარდნის შემდეგ, ფლორენტინო პერესი უეფას სასამართლოში უჩივის

სუპერლიგის ჩავარდნის შემდეგ, ფლორენტინო პერესი უეფას სასამართლოში უჩივის
თარიღი 25 აპრ 2021, 15:43

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, უეფაზე სასამართლოში აპირებს ჩივილს, მას შემდეგ, რაც ევროპის სუპერლიგა ჩაიშალა.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, პერესი ფიქრობს, რომ უეფა ანტიმონოპილიურ კანონმდებლობას არღვევს. მადრიდული კლუბის მეთაური დარწმუნებულია, რომ უეფას არ აქვს უფლება, ასე დომინანტურად იყოს ყველა ევროპული ტურნირის ორგანიზატორი და ამიტომ, სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 12-მა ევროპულმა კლუბმა სუპერლიგის დაარსების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 

სუპერლიგის დადასტურებას უეფას და ფიფას მხრიდან მუქარები მოჰყვა - რომ მასში მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებიდან და დიდი სანაკრებო ტურნირებიდან მოიკვეთება და ბევრი სხვა. ამის გამო, 10-მა გუნდმა ტურნირის დატოვების შესახებ გამოაცხადა.
 

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ახსნა, რის გამო თქვა კლუბმა უარი სუპერლიგაში მონაწილეობაზე