ავტორიზაცია

კვერკველიას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი

კვერკველიას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი
თარიღი 26 Apr 2021, 13:29

როგორც ვიცით, საბა კვერკველია არის მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრება, თუმცა განათხოვრების წესით ის ვოლგოგრადის "როტორში" თამაშობს.

ქართველი ცენტრალური მცველის მომავალი ბუნდოვანია, რადგან "რკინიგზელები" არ გეგმავენ მის დაბრუნებას, "თეთრ-ლურჯები" კი გამოსყიდვას.

უფრო კონკრეტულად კი რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, მარკო ნიკოლიჩის გუნდის საკუთრებაში მყოფი უკანახაზელი იური ბატურენკოს კოლექტივის დატოვებას თავად ეცდება.

Sportbox.ru-ს თანახმად, 29-წლის ცენტრბექს ამ დროისთვის ჰყავს ორი მსურველი - "კრასნოდარი" და "როტორი", გუნდები, რომლებიც მის მიმართ ინტერესს ადრეც იჩენდნენ.

"როტორის" 33-ე ნომრის სახელს უკავშირებდნენ თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერსაც, თუმცა კონკრეტული კლუბი არ დასახელდა.

საბა კვერკველია გატანილი ავტოგოლების რაოდენობით რუსეთის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა

VIDEO: კვერკველიას ავტოგოლი ზენიტთან მატჩში