ავტორიზაცია

დიდი ომი ოთხეულში მოხვედრისთვის! ვის ვისთან დარჩა სათამაშო და ვისი კალენდარი უფრო რთულია?!

დიდი ომი ოთხეულში მოხვედრისთვის! ვის ვისთან დარჩა სათამაშო და ვისი კალენდარი უფრო რთულია?!
თარიღი 27 აპრ 2021, 01:16

სერია ა-ში ოთხეულისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

თუ ჩემპიონობის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და აღარავისთვისაა სიახლე, რომ „იუვენტუსის“ 9-წლიან დომინაციას „ინტერი“ დაასრულებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ნამდვილი ომი მიმდინარეობს, რომელშიც, ამ ტურნირზე მოხვედრა გარანტირებული თვით ბოლო 9 წლის ჩემპიონსაც კი არ აქვს.

თუ ლიდერ „ინტერს“ გვერდით გადავდებთ, რომელიც 11 ქულითაა წინ, ამჟამად მეორე ადგილზე „ატალანტაა“ 68 ქულით, შემდეგ კი მოდის სამი გუნდი ერთნაირი რაოდენობის ქულებით - 66 („ნაპოლი“, „იუვენტუსი“ და „მილანი“).

დამატებითი მაჩვენებლების გამო, ოთხეულში „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ ამავე თანმიმდევრობით არიან, „მილანი“ კი, რომელიც სერია ა-ს ამ სეზონში 17 ტურის მანძილზე ლიდერობდა, „ლაციოსთან“ 0:3 განადგურების შემდეგ მე-5 პოზიციამდე ჩამოვარდა. თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. გადავხედოთ, ვის ვისთან დარჩა სათამაშო:

ინტერი: 

კროტონე (გ)
სამპდორია (ს)
რომა (ს)
იუვენტუსი (გ)
უდინეზე (ს)

ატალანტა: 

სასუოლო (გ)
პარმა (გ)
ბენევენტო (ს)
ჯენოა (გ)
მილანი (ს)

ნაპოლი:

კალიარი (ს)
სპეცია (გ)
უდინეზე (ს)
ფიორენტინა (გ)
ვერონა (ს)

იუვენტუსი: 

უდინეზე (გ)
მილანი (ს)
სასუოლო (გ)
ინტერი (ს)
ბოლონია (გ)

მილანი: 

ბენევენტო (ს)
იუვენტუსი (გ)
ტორინო (გ)
კალიარი (ს)
ატალანტა (გ)

აქვე გეტყვით „ლაციოს კალენდარსაც, რომელიც 61 ქულით მეექვსეა, მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია.

ჯენოა (ს)
ფიორენტინა (გ)
პარმა (ს)
რომა (გ)
სასუოლო (გ).
 

 

მეორედან პირდაპირ მეხუთეზე - მილანი ლაციოსთან განადგურდა და ოთხეულიდან ამოვარდა