რატომ აკნინებენ ერთ-ერთი ბელგიური გუნდის ფანები მიქაუტაძის მიღწევებს?
როგორც მოგეხსენებათ, "სერენის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და თავისი გუნდის სეზონის საუკეთესო მოთამაშე.
ქართველი ფორვარდი ატარებს მართლაც გამორჩეულ სეზონს, თუმცა მას გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც, ანუ გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი, რომელიც მის მიღწევებს აკნინებს.
უფრო კონკრეტულად კი ბრიუსელის "უნიონის" ქომაგები, რომელთა უკმაყოფილების მიზეზი ბომბარდირთა რბოლას ეხება.
საქმე ისაა, რომ "მეცის" საკუთრებაში მყოფი შემტევის მსგავსად, 19 გოლი აქვს "ლურჯ-ყვითლების" სტრაიკერს, დანტე ვანზიეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მან მიიღო ტრავმა და სეზონი დაასრულა ნაადრევად, კონკურენტის გადასწრების შანსი მისთვის აღარ არსებობს.
"უნიონის" ფანებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს რამდენიმე პოსტი, რომლის შინაარსი იყო ასეთი - "ბელგიელი წინახაზელის ტრავმა რომ არა, ის თავის 20-წლის კონკურენტს გადაასწრებდა".
ცხადია, ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზეა და ჟორჟმა პროქსიმუს ლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტული მოიპოვა სრულიად დამსახურებულად.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "სერენის" მე-18 ნომერმა 19 გოლის გატანას მოანდომა ბრიუსელთა თავდამსხმელზე გაცილებით ნაკლები დრო: 21 მატჩი 24-ის წინააღმდეგ.
ბელგიური მინდვრების მარგალიტია - გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნეს
სეზონის ბომბარდირიც და საუკეთესოც - მიქაუტაძე ბელგიაში დააჯილდოვეს