ავტორიზაცია

ბელგიური მინდვრების მარგალიტია - გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნეს

ბელგიური მინდვრების მარგალიტია - გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნეს
თარიღი 21 აპრ 2021, 11:57

ბელგიურმა გამოცემა voetbalkrant.com-მა იუპილერ ლიგის პლეი-აუტის მატჩებამდე სერენის მთავარ ვარსკვლავ გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ სერენი უმაღლეს ლიგაში ამოსასვლელად ორმატჩიან დაპირისპირებას ვასლან-ბევერენს დაუპირისპირდება, რომელიც იუპილერ ლიგაში მე-17 პოზიციაზე გავიდა.

"პროქსიმუს ლიგის მინდვრებზე ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა მათგან გიორგი მიქაუტაძე ნამდვილი მარგალიტი იყო. მან უკვე აჩვენა, რომ მზადაა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ. ამისთვის სერენის ბომბარდირს ყველანაირი თვისება აქვს.

მიქაუტაძე საფრანგეთში გაზრდილი 20 წლის ქართველია და მთელი სეზონის განმავლობაში ბელგიის მეორე ლიგას ანათებდა. 21 ოფიციალურ შეხვედრაში გიორგიმ 19 გოლი გაიტანა და პროქსიმუს ლიგის ოქროს ბუციც მიიღო. 

ამ ფორვარდის წინააღმდეგ თამაში რთულია, სიჩქარეში ამუშავებს ბურთს და გადადის შეტევაში, ამას ლიგის ყველა გუნდის მცველი დაადასტურებს. 

მიქაუტაძე სერენში მეციდან იჯარით მოხვდა. ლიეჟის წარმომადგენლები იბრძვიან იუპილერ ლიგაში გადასასვლელად და იმედს გამოთქვამენ, რომ 20 წლის ფორვარდი შემდეგ წელსაც მათთვის გაიტანს, თუმცა მეცის მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მას უკან დაიბრუნებს და შანსს მისცემს, საქმეში თავის წარმოსაჩენად. მისი ნიჭის დასანახად ფრანგებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ," - წერს voetbalkrant.com.

ბელგიური იუპილერ ლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩს სერენი 1 მაისს საკუთარ მოედანზე გამართავს, ხოლო ვასლან-ბევერენს სტუმრად 8 მაისს შეხვდება.

სუპერგმირის კოსტუმი ეცვა - მაკარიძე ესპანეთში დღის გმირად გამოაცხადეს

ხვიჩას აგენტი და რუბინის იურისტი სერია ა-ს გრანდების სკაუტებს შეხვდნენ - რა შედეგით დასრულდა საქმიანი ვიზიტი?