პოჩეტინო: "მბაპე ინგლისის შესახებ ხშირად მეკითხება, ინგლისური და ესპანურიც იცის"
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თქვა, რომ კილიან მბაპეს ინგლისის შესახებ ხშირად ესაუბრება.
მოგეხსენებათ, პარიზული გუნდის ჩაბარებამდე, არგენტინელი სპეციალისტი "ტოტენჰემს" ედგა სათავეში.
"კილიანს ფეხბურთზე საუბარი უყვარს. ხშირად მეკითხება ინგლისის შესახებ, თამაშზე, მენტალიტეტსა და კულტურაზე. 22 წლის არის, მაგრამ ძალიან დიდი და საკუთარ ტალანტში დარწმუნებული".
"მბაპეს, რა თქმა უნდა, ინგლისურად ლაპარაკი შეუძლია, აგრეთვე ინგლისური და ესპანურიც იცის. სხვადასხვა ენაზე საუბარი მოსწონს", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს The Guardian.
აქამდე, პარიზული კლუბის სუპერვარსკვლავისადმი "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" ინტერესზე არაერთხელ დაიწერა. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
ხვალ, 28 აპრილს, "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება - მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.
"პსჟ-ს წინაშე სერიოზული ვალდებულებები აქვს", - პოჩეტინო მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლას ეხმაურება