გვარდიოლა: "ნეიმარი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას კიდევ 2-3-ჯერ მოიგებდნენ, რომ დარჩენილიყო"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რომელსაც აქამდე "ბარსელონაში" უმუშავია, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი შეაქო.
"სანტოსის" წინააღმდეგ გამართული მატჩი მახსოვს, მაშინ ყველა ფეხბურთელი პირღია საუბრობდა. მაყურებლის რანგში ნეიმარის თამაშისთვის თვალყურის მიდევნება სიხარულია".
"მთელი ბრაზილია მხრებზე ჰყავს აკიდებული და 10-ნომრიანი მაისურის ტარება ადვილი არ არის".
"სავსებით დარწმუნებული ვარ, ნეიმარი და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას კიდევ 2-3-ჯერ მოიგებდნენ, კლუბში რომ დარჩენილიყო", - ციტირებს კატალონიელის სიტყვებს Triball Football.
29 წლის ბრაზილიელი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.
ხვალ, 28 აპრილს, "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის ეგიდით პარიზულ გუნდს დაუპირისპირდება.
"15 მისნაირის ყოლას ვისურვებდი", - გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ბარსელონაში გადადის