ავტორიზაცია

"მაღალი დონის სტანდარტებისგან შორს არის და რეგრესს განიცდის", - კვიპროსში ქვილითაიას აკრიტიკებენ

"მაღალი დონის სტანდარტებისგან შორს არის და რეგრესს განიცდის", - კვიპროსში ქვილითაიას აკრიტიკებენ
თარიღი 28 Apr 2021, 13:53

გამოცემა Protathlima-მ ფამაგუსტას "ანორთოსისის" თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას მიუძღვნა სიახლე, რომელშიც ფეხბურთელის რეგრესს გაუსვა ხაზი:

"ქვილითაია შეხვედრიდან შეხვედრამდე სცილდება მაღალი დონის თამაშის სტანდარტებს და ის ხარისხის თვალსაზრისით რეგრესს განიცდის.

თუ ასე გაგრძელდა, ანორთოსისი ქართველ თავდამსხმელს არ გამოისყიდის და მას ბელგიაში დაბრუნება მოუწევს", - წერენ კვიპროსელები.

შეგახსენებთ, რომ "გენტის" საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში გაიტანა 15 გოლი, თუმცა შეგდებული ბურთების უმეტესობა 11-მეტრიანიდან შესრულებული დარტყმებია.

აქვე დავამატებთ, რომ 27-წლის შემტევი "თეთრ-ლურჯებში" განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

15 მაისს, თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის თასის ფინალის ფარგლებში შეხვდება ნიქოზიას "ოლიმპიაკოსს", რომელთანაც შიდა ჩემპიონატის გასულ ტურში დამარცხდა.

VIDEO: ქეცბაიასა და ქვილითაიას ინციდენტი, ოქრის მომენტები და კოშმარული დაცვა - ხმაურიანი მატჩის სრული მიმოხილვა

ქვილითაიას ბერძნული გრანდი აკვირდება! - გენტში დაბრუნება პრაქტიკულად გამოირიცხა