ავტორიზაცია

ქვილითაიას ბერძნული გრანდი აკვირდება! - გენტში დაბრუნება პრაქტიკულად გამოირიცხა

ქვილითაიას ბერძნული გრანდი აკვირდება! - გენტში დაბრუნება პრაქტიკულად გამოირიცხა
თარიღი 05 აპრ 2021, 12:52

Newspao.gr-ს თუ დავუჯერებთ, ფამაგუსტას "ანორთოსისის" თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას ათენის "პანათინაიკოსი" აკვირდება.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ბერძნული გუნდის სკაუტები ესწრებოდნენ ელადელთა და საქართველოს ნაკრების შეხვედრას, რომელშიც "ჯვაროსნების" ფორვარდი შეცვლაზე შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ის არის "გენტის" საკუთრება და კვიპროსში გადასვლა განათხოვრების წესით მოხდა. Voetbalnieuws.be-ს ცნობით კი ბელგიელები 27-წლის შემტევის დაბრუნებას არ აპირებენ.

ამის გარდა, არც "თეთრ-ლურჯები" ჩქარობენ თავიანთი 23-ე ნომრის გამოსყიდვას და აქედან გამომდინარე, მისი მომავალი ბუნდოვანია.

"ინდიელებს" ქვილითაიას ტრანსფერი ვენის "რაპიდიდან" თავის დროზე დაუჯდათ სამი მილიონი ევრო, თუმცა ბერძნები იხდიან გაცილებით ნაკლებს, მაგრამ ფეხბურთელს არ ჰყავს სხვა მსურველი, ასე რომ მისი ტრანსფერი რეალურია.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ქვილითაიას სუპერ გოლი! 3 მოტყუებული მეტოქე და უშანსოდ დატოვებული მეკარე

ქვილითაიას ტრანსფორმაცია: როგორია ქართველის სტატისტიკა კვიპროსში?