ლევანდოვსკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნაგელსმანის დანიშვნას გამოეხმაურა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.
"იულიანს არცთუ ისე კარგად ვიცნობ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ თავისი გუნდები ყოველთვის წარმოუდგენელ დონეზე აჰყავს", - ციტირებს პოლონელის სიტყვებს Goal.com.
"ის გუნდები, სადაც უმუშავია, ყოველთვის მოსალოდნელზე მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ. აშკარაა, აქ საქმე მაღალი დონის ფეხბურთელებში არ მდგომარეობს", - დასძინა ლევანდოვსკიმ.
33 წლის ნაგელსმანი "ლაიფციგში" 2019 წლიდან მუშაობს, იქამდე კი "ჰოფენჰაიმს" ედგა სათავეში. "ბაიერნს" იგი მომავალი სეზონიდან გაწვრთნის.
მოგეხსენებათ, თავის მხრივ, 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს-დიტერ ფლიკი დატოვებს.
"დამძიმებული გულით მივდივარ", - ნაგელსმანის პირველი განცხადება ლაიფციგიდან წასვლის შემდეგ