ავტორიზაცია

ნეიმარს კვლავ მესისთან ერთად თამაში უნდა, მაგრამ სად — პსჟ-ში თუ ბარსელონაში?

ნეიმარს კვლავ მესისთან ერთად თამაში უნდა, მაგრამ სად — პსჟ-ში თუ ბარსელონაში?
თარიღი 28 აპრ 2021, 21:38

"პსჟ"-ს თავდამსხმელს, ნეიმარს "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესისთან ერთად თამაში სურს, იუწყება Mundo Deportivo.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 29 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ იზიდავს არგენტინელთან ერთად ასპარეზობის შესაძლებლობა.

როგორც აღინიშნება, ნეიმარი "ბარსელონაში" გადასვლის ვარიანტს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ "პსჟ" მესის ვერ დაიმატებს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მოგეხსენებათ, ნეიმარი და მესი ერთად სწორედ "ბარსაში" თამაშობდნენ - 2013 წლიდან 2017 წლამდე. 27 აპრილს გავრცელებული ცნობით, "პსჟ"-მ 33 წლის არგენტინელს "2+1" სქემიანი კონტრაქტი შესთავაზა.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პარიზელთა მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.

გვარდიოლა: "ნეიმარი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას კიდევ 2-3-ჯერ მოიგებდნენ, რომ დარჩენილიყო"