ავტორიზაცია

"ბარსამ ნეიმართან ერთად დიდ სიმაღლეებს მიაღწია", - კუმანმა გვარდიოლას განცხადებას უპასუხა

"ბარსამ ნეიმართან ერთად დიდ სიმაღლეებს მიაღწია", - კუმანმა გვარდიოლას განცხადებას უპასუხა
თარიღი 28 აპრ 2021, 21:53

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესახებ "მანჩესტერ სიტის" თავკაც პეპ გვარდიოლას განცხადებას გამოეხმაურა.

პარიზელებთან გასამართი პირველი 1/2 ფინალური მატჩის წინ, ესპანელმა სპეციალისტმა თქვა: "ნეიმარი და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას კიდევ 2-3-ჯერ მოიგებდნენ, რომ დარჩენილიყო".

"ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ყოლა. როცა ნეიმარი "ბარსელონაში" თამაშობდა, გუნდმა დიდ სიმაღლეებს მიაღწია. ახლა იმ შემადგენლობით ვმუშაობთ, რომელიც გვყავს. აქ ბრწყინვალე მოთამაშეები არიან შეკრებილები".

"ესპანეთის თასი უკვე მოვიგეთ. დაზუსტებით ვერ იტყვი, რომ გაიმარჯვებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუკეთესო ფეხბურთელები გყავს. ჩემთვის წარულს მნიშვნელობა არ აქვს", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.

29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 2017 წელს, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

გვარდიოლა: "ნეიმარი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას კიდევ 2-3-ჯერ მოიგებდნენ, რომ დარჩენილიყო"