ავტორიზაცია

ანორთოსისმა ქეცბაიას გარეშე ივარჯიშა - ქართველი ექიმების მითითებას ასრულებს

ანორთოსისმა ქეცბაიას გარეშე ივარჯიშა - ქართველი ექიმების მითითებას ასრულებს
თარიღი 29 Apr 2021, 12:07

ანორთოსისი სეზონის დარჩენილი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, თუმცა მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გარეშე.

ამის შესახებ კვიპროსული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ 53 წლის სპეციალისტი ექიმების რეკომენდაციას უჯერებს.

"ანორთოსისი ვარჯიშს აგრძელებს, თუმცა თემურ ქეცბაიას გარეშე. ფამაგუსტელთა მწვრთნელმა თავი შეუძლოდ იგრძნო ბოლო ტურში ოლიმპიაკოსთან მატჩის წინ და თამაშის დასრულებისთანავე კლინიკაში გადაიყვანეს ანალიზებისთვის, საბედნიეროდ, ქართველი მწვრთნელის კვლევის შედეგები კარგი იყო, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა ექიმებმა რეკომენდაცია მისცეს, დაესვენა რამდენიმე დღე," - წერს goal.philenews.com.

ანორთოსისს მიმდინარე სეზონში 3 მატჩი აქვს დარჩენილი. 2 შეხვედრა ჩემპიონატში, ხოლო ერთიც თასის ფინალში 15 მაისს ნიქოზიის ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ, რომელიც თემურ ქეცბაიასთვის ამ გუნდში ბოლო იქნება მთავარი მწვრთნელის სტატუსით, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამ სეზონის შემდეგ ანორთოსისს დატოვებს.

ზედიზედ მეორედ - ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

ბრიტანული პრესა ადასტურებს - პრემიერ ლიგის გუნდსა და ჯუღელს შორის საუბარი შედგა!