ავტორიზაცია

ბრიტანული პრესა ადასტურებს - პრემიერ ლიგის გუნდსა და ჯუღელს შორის საუბარი შედგა!

ბრიტანული პრესა ადასტურებს - პრემიერ ლიგის გუნდსა და ჯუღელს შორის საუბარი შედგა!
თარიღი 26 აპრ 2021, 23:31

ინგლისური პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ლიდს იუნაიტედი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა footballfancast ავრცელებს და ამტკიცებენ, რომ ლიდსის სპორტულ დირექტორ ვიქტორ ორტასა და ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს შორის საუბარი უკვე შედგა.

"ლიდსის დირექტორმა ვიქტორ ორტამ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა კვარაცხელიასთან საუბარი უკვე გამართა, ამის დადასტურება შეგვიძლია. ინგლისური გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულში 20 წლის ნახევარმცველის გადაბირება იქნება. 

რუბინის ქართველი შემტევი დიდი გუნდების ინტერესებში მას შემდეგ მოხვდა, რაც მარტის სანაკრებო მატჩებში ესპანეთს გაუტანა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა პროცესშია მოლაპარაკებები ლიდსა და რუბინს შორის, თუმცა ფეხბურთელის აგენტს უკვე ესაუბრნენ," - წერს ბრიტანული გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. 20 წლის ნახევარმცველმა 23-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასზე უკეთესი იტალიელები გვყავს - იუვენტუსის ქომაგებს კვარაცხელიას ტრანსფერი არ სურთ

მოლაპარაკებები დაწყებულია - ლეხ პოზნანმა კვეკვესკირის მომავალზე პოზიცია დააფიქსირა