ავტორიზაცია

მასზე უკეთესი იტალიელები გვყავს - იუვენტუსის ქომაგებს კვარაცხელიას ტრანსფერი არ სურთ

მასზე უკეთესი იტალიელები გვყავს - იუვენტუსის ქომაგებს კვარაცხელიას ტრანსფერი არ სურთ
თარიღი 26 აპრ 2021, 22:50

იტალიური გამოცემების გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტურინის იუვენტუსში ტრანსფერი ახლოვდება.

პირველი ქართველი იუვენტუსის ისტორიაში - ხვიჩა 20 მილიონად ტურინში?

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში tuttomercatoweb-მაც გამოაქვეყნა, რასაც იუვენტუსის ადგილობრივი ქომაგის უკმაყოფილება მოჰყვა.

"ღარიბი გუნდი ვხდებით. ეს ისეთი ტრანსფერია, როგორიც გაბიგოლის გადასვლა ინტერში, სასაცილოა"

"ამაზე უკეთესი იტალიელი ფეხბურთელები გვყავს"

"კიდევ ერთი გამოუსადეგარი ფეხბურთელი? მოაშორეთ აქედან, ახლავე"

"ეს ვინ ჯანდაბაა? მისი სახელი და გვარი პირველად გავიგე"

"კვარაცხელია - იტალიელ კომენტატორებს შეუძლიათ ივარჯიშონ ბევრი ამ გვარის გამოთქმაზე, საკმაოდ რთული წარმოსათქმელია"

"პარატიჩი საშინელი ტრანსფერების გაკეთებას აგრძელებს. პარატიჩი უნდა წავიდეს"

"იუვენტუსის ვალი 300 მილიონს შეადგენს და 20 მილიონს ქართველ ფეხბურთელში იხდიან"

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. 20 წლის ნახევარმცველმა 23-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მოლაპარაკებები დაწყებულია - ლეხ პოზნანმა კვეკვესკირის მომავალზე პოზიცია დააფიქსირა

"დინამომ იუვენტუსში არ გამიშვა", - გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელის არშემდგარი ტრანსფერი