"დინამომ იუვენტუსში არ გამიშვა", - გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელის არშემდგარი ტრანსფერი
როგორც მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს საკმაოდ აქტიურად ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებენ.
რუსული გუნდის შემტევი არ არის პირველი ქართველი ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" სამიზნეში, 90-იანების ბოლოს ასეთი დავით მუჯირი იყო.
ამაზე მეტყველებს ყოფილი ქართველი ფლეიმეიქერის სიტყვები და ზოგადად იმ პერიოდში პრესაში გავრცელებული ინფორმაცია:
"ილია კოკაია (საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამაარსებელი) იყო ჩემი პირველი აგენტი, რომელიც "იუვენტუსში" ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობდა.
ტურინში არ გამიშვა "დინამომ" და ეს ფაქტი იმდენად მტკივნეულად განვიცადე, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა.
თბილისური გუნდისთვის მოგვიანებით აღარაფრად ვვარგოდი და კოკაიამ "შერიფში" მომაწყო. სწორედ ასე დაიწყო ჩემი უცხოური კარიერა".
შეგახსენებთ, ქართული ფეხბურთის მთავარი ფლანგმანისა და ტირასპოლური გუნდი გარდა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი თამაშობდა "შტურმ გრაცში", სამარას "კრილია სოვეტოვში", მოსკოვის "ლოკომოტივში", "სანფრესე ჰიროსიმასა" და "ზესტაფონში".
1997-1998 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, "დინამოს" აღზრდილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სწორედ აღნიშნული სეზონის შემდეგ დაიწერა "ბებერი ქალბატონის" მხრიდან "მუმუს" მისამართით არსებული ინტერესის შესახებ.
პირველი ქართველი იუვენტუსის ისტორიაში - ხვიჩა 20 მილიონად ტურინში?
კვარაცხელიასთვის ასარჩევად რომ მიდგეს საქმე, რატომ არის ოპტიმალური ვარიანტი მილანი და არა ნაპოლი?