პირველი ქართველი იუვენტუსის ისტორიაში - ხვიჩა 20 მილიონად ტურინში?
ბოლო თვეებია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ბევრი იწერება.
დღეს კი იტალიურმა გამოცემამ JuveNews-მა ხვიჩას მომავალი ტურინის "იუვენტუსს" დაუკავშირა.
"ჩვენი ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის პირველ ტრანსფერს ახორციელებს და ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიას ყიდულობს.
ცნობილია, რომ ბებერი ქალბატონი კვარაცხელიას სანაცვლოდ რუსულ კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ის იქნება პირველი ქართველი ფეხბურთელის იუვენტუსის ისტორიაში", - წერს გამოცემა.
მოგეხსენებათ, ამჟამად კვარაცხელიას ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
კვარაცხელიამ დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია
კვარაცხელია: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მესისა და რონალდუზე უკეთ თამაშობდა"