ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაწყებულია - ლეხ პოზნანმა კვეკვესკირის მომავალზე პოზიცია დააფიქსირა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ლეხ პოზნანმა კვეკვესკირის მომავალზე პოზიცია დააფიქსირა
თარიღი 26 აპრ 2021, 20:21

პოზნანის ლეხს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის შენარჩუნება სურს. გუნდმა უკვე დაიწყო ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ხელშეკრულების გახანგრძლივების ფუნქციის ამოქმედების საკითხზე.

ამის შესახებ ინფორმაციას sport.interia.pl ავრცელებს და წერენ, რომ მაციე სკორჟა 28 წლის ნახევარმცველის თამაშით კმაყოფილია და გუნდში მისი დატოვება სურს.

"ნიკა კვეკვესკირი პოზნანელთა ბოლო კვირების აღმოჩენაა. ქართველი რადოსლავ მურავსკის სასწრაფო შემცვლელად მოიყვანეს და გუნდს არ უნანია. ამ მოთამაშეს მაციე სკორჟა დიდი ხანი აკვირდებოდა და კარგად იცოდა ქართველის შესაძლებლობები. ნიკა ლეხისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშე აღმოჩნდა. საწყისი პერიოდი სკამიდან შედიოდა თამაშში, თუმცა უკანასკნელი 3 შეხვედრა ლეგიას, რაკოვისა და ლეხიას წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. 

მოახერხებს ლეხი კვეკვესკირის შენარჩუნებას? ახლა რადარზე ვარშავის ლეგია გამოჩნდა, რომელსაც ვაკო გვილიას პოზიციაზე მისი თანამემამულის მიყვანა სურს. ყველაფერი მწვრთნელის სურვილზეა დამოკიდებული და მან დააფიქსირა კვეკვესკირის დარჩენის სურვილი," - წერს sport.interia.pl.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის მომავალზე პოლონელმა ჟურნალისტებმა პოზნანელთა მთავარ მწვრთნელს მაციე სკორჟას ჰკითხეს.

"ვმუშაობთ, რათა ნიკა კვეკვესკირი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან დარჩეს, ის გუნდისთვის ღირებული ფეხბურთელია," - ციტირებს პოლონური მედია ლეხ პოზნანის მთავარი მწვრთნელის სიტყვებს.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხს 2021 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ყაზახური ტობოლიდან შეუერთდა. მას შემდეგ პოლონური კლუბის მაისურით 10-ჯერ ითამაშა.

"დინამომ იუვენტუსში არ გამიშვა", - გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელის არშემდგარი ტრანსფერი

კვერკველიას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი