VIDEO: ლამაზი კომბინაცია და იდეალური თავური - საბურთალომ სამგურალი დაამარცხა
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ფარგლებში თბილისის "საბურთალომ" საკუთარ კედლებში მიიღო წყალტუბოს "სამგურალი" და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ანგარიში გახსნა დმიტრი მანდრიჩენკომ, რომელმაც მასპინძლების ეფექტური კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგივნა.
მეორე გოლი კი გაიტანა იური ტაბატაძემ, რომლის თავური იმერელი მცველებისა და მეკარისთვის უბრალოდ მიუწვდომელი იყო.
"საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" მატჩამდე 20 ქულით გადაინაცვლა მეორე ადგილზე. შეგახსენებთ, "დინამო" აჭარულ დერბიში ქობულეთის "შუქურას" ხვდება.
VIDEO: უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული მატჩი კახეთში - თელავი-ლოკომოტივი 2:2
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა