ავტორიზაცია

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა
თარიღი 29 Apr 2021, 14:56

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი არის არა ტურინის "იუვენტუსი" ან "ლიდსი", არამედ "სევილია" და მიუნხენგლადბახის "ბორუსია".

"კვარაცხელიას სახელს უკავშირებენ იუვენტუსს, მილანსა და ატალანტას, თუმცა სერია ა-ს გუნდებს რუბინისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

აქედან გამომდინარე, მისთვის ბრძოლაში კალჩოს წარმომადგენლებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ სევილია და გლადბახი არიან.

ქართველი შემტევის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა შეადგენს 20 მილიონ ევროს, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, 12 მილიონზეც იქნება შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა".

აღნიშნული ინფორმაცია ბევრისთვის უცნაური და მოულოდნელია, რადგან ანდალუსიელთა ინტერესის შესახებ დიდი ხანია არაფერი ისმოდა, "პრუსიელთა" დაინტერესების შესახებ კი ევროპულ პრესაში საერთოდ პირველად დაიწერა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ პრესას უკანასკნელ პერიოდში ყაზანელთა ვინგერი საკმაოდ აქტიურად ტურინულ გრანდში გადაყავდა.

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება

წრეზე სიარული - რუბინის კომენტარი კვარაცხელიას იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ